საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ლევან იზორიას აზერბაიჯანელი კოლეგა, გენერალ-პოლკოვნიკი ზაკირ ჰასანოვი უმასპინძლებს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და თავდაცვის მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც კოლეგები თავდაცვის სამინისტროებს შორის 2018 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას გააფორმებენ. მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, პრემიერ-მინისტრს არტურ რასიზადეს და საგარეო საქმეთა მინისტრს ელმარ მამადიაროვს შეხვდება.
კომენტარები