ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ამინდის გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. ყველა იმ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, სადაც არსებობს მაღალი რისკი, სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. ვითარების შემდგომი გართულების თავიდან ასაცილებლად, მიღებულია შესაბამისი პრევენციული ზომები.
მივმართავთ მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს. საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ზე და გამოიძახონ სამაშველო ჯგუფები”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები