თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, ხიდი ოთხი თვით გადაიკეტება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბაგების საერთო საცხოვრებლიდან მაღლივ კორპუსამდე დაინიშნა ავტობუსები, რომლებიც ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს. ავტობუსები მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდებიან.
ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვას და განათების სისტემის რეაბილიტაციას.
სამუშაოების ვადად ოთხი თვე განისაზღვრა და მისი ღირებულება 515 515 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო კონტე” აწარმოებს. უფასო ავტობუსის დროებითი მარშრუტიც 120 კალენდარული დღის განმავლობაში იმოქმედებს.