ნიკა გვარამია თინა ხიდაშელს მხარს უჭერს.
“თინა ხიდაშელის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით:
1. შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ნატოს ერთადერთ სამხედრო ბაზაზე მის ფარგლებს გარეთ განცხადება იყო სრულიად აღმაფრთოვანებელი. ქოცების კომენტარები სრულიად სამარცხვინო;
2. შეიარაღებულ ძალებში წვევამდელთა გაწვევაზე უარი ასევე იყო სრულიად დროული და სწორი. ქოცების კომენტარი აქაც სამარცხვინო და არაკვალიფიციური – კონსტიტუციით დადგენილი მოქალაქის სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვალდებულების წინაპირობაა სახელმწიფოს საჭიროება და მისი მოთხოვნაა საჭირო, რომ ეს ვალდებულება ამოქმედდეს. შეიარაღებულ ძალების მხრიდან ეს ვალდებულება ამოქმედდეს თუ არა, მინისტრის სრული დისკრეციაა. ასე რომ, ხიდაშელის ქმედების ანტიკონსტიტუციურობაზე არგუმენტი აბსურდია. აქვე იყო ნაცების კომენტარი, რომ ეს ბრძანება ფუნდამენტური რეფორმა არაა და ნებისმიერი შემდეგი მინისტრი გააუქმებს, ამიტომ ეს ნაბიჯი შიშველი პოპულიზმიაო. ეს კომენტარი სრულიად არარელევანტური მგონია ამ ნაბიჯის შინაარსობრივი შეფასებისას.
მოკლედ, ძალიან პოზიტიური განცხადებები ქონდა დღეს ქალბატონ ხიდაშელს.”