NBA-ის კალათბურთელმა ზარკო ცაბარკაპამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს მასტერკლასი ჩაუტარა.
კალათბურთელმა მსაჯვრდებულებთან ერთად დაწესებულების რეაბილიტირებულ სპორტულ დარბაზში ითამაშა და მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
,,მშვენიერი საკალათბურთო დარბაზია და კარგია, რომ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ დაკავდნენ სპორტით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მათთან თამაშის შესაძლებლობა მომეცემოდა და მოხარული ვარ, რომ ასეთი შანსი მომეცა“, -განაცხადა ზარკო ცაბარკაპამ.
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში სტუმრობისას კალათბურთელმა მინიფეხბურთის მოედანი, სასადილო, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პაემნების ოთახები და მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიც დაათვალიერა.
სპორტსმენის მსჯავრდებულებთან შეხვედრა აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხთა საერთაშორისო ბიუროს ( INL) ორგანიზებით განხორციელდა.
მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კალათბურთელთან შეხვედრის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.