სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით, ნატო ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის შვიდ თანამშრომელს გააძევებს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
გარდა ამისა, ნატო-მ 30-დან 20-მდე შეამცირა რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობა. ალიანსში შეწყდა სამი რუსი დიპლომატისთვის აკრედიტაციის საკითხის განხილვაც.
იენს სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ რუსი დიპლომატების გაძევება ალიანსის რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკას არ ცვლის.
კომენტარები