მოსკოვის საქალაქო სასამართლომ „კრიმინალური ავტორიტეტი“ შაქრო კალაშოვი („შაქრო მალადოი“) რესტორან Elements-ის მფლობელის ჟანა კიმისგან 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში დამნაშავედ ცნო.
„კალაშოვმა საქმის სხვა ფიგურანტებთან ერთად ჟანა კიმს ფული გამოსძალა“, – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.
პროკურორი კალაშოვისთვის 10-წლიან პატიმრობას ითხოვს.
განაჩენის გამოცხადება კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, სასჯელის ზომას მოსამართლე განაჩენის დასკვნით ნაწილში დაასახელებს.
კომენტარები