რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის ქალიშვილის, იულია სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე აღარ არის. პაციენტი გამოჯანმრთელების პროცესშია. ინფორმაციას მისი პირადი ექიმი ავრცელებს.
სერგეი სკრიპალი ჯერ კიდევ რეანიმაციაში, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები