პარტიული რეიტინგების შესახებ კვლევას „ქართული ოცნება“ 29 ივნისს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
„არანაირი ვალდებულება არ აქვს ქართულ საზოგადოებას, რომ 100%-ით დაიჯეროს, შეუძლიათ ჩათვალონ, რომ ეს არის პარტიული კვლევა. ამის გამოქვეყნებას არც ვაპირებდით, მაგრამ ამას ვაქვეყნებთ, რათა ხალხმა იცოდეს სინამდვილეში, რა სურათია. ეს არის ჩვენი შიდა სამუშაო დოკუმენტი და თავის მოტყუებას ნამდვილად არ ვაპირებთ. ორჯერ მეტი გვაქვს პროცენტი და ნდობა „ქართულ ოცნებას“, ხოლო ვინც ჩვენ ხმას გვაძლევს, თითქმის ორჯერ მეტი ამბობს – რა მნიშვნელობა აქვს ვის მივცემთ ხმას, მაინც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ანუ, რწმენა იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და „ქართულ ოცნებას“ ყავს მხარდამჭერები, არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
“ქართული ოცნების“ კვლევის შედეგების გამოქვეყნების თარიღი ცნობილია
2016/06/28 23:48:27
ნანახია: 1833 ჯერ