ევროპის საჰაერო მიმოსვლის დაგეგმვისა და მართვის სისტემა დაზიანდა. აღდგენითი სამუშაოების დასრულება დღეს გვიან ღამისთვის იგეგმება. ამის შესახებ ევროპის საჰაერო ნავიგაცის უსაფრთხოების ორგანიზაცია იუწყება.
“სისტემა ETFMS-ში დაზიანებაა. გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შესაძლოა ევროპის ხაზის გამტარუნარიანობის 10%-ით შემცირება გამოიწვიოს, პროცედურები ტარდება“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
იქვე გაიცა რეკომენდაციები გადაიხედოს იმ საჰაერო ხომალდების რეისები და ფრენის განრიგი, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა.
კომენტარები