ღაზის სექტორში შეტაკებები პალესტინელებსა და სამხედროებს შორის პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ განახლდა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებაც.
ღაზაში აცხადებენ, რომ დაპირისპირების შედეგად 2 პალესტინელი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა. მათივე მტკიცებით, ჯარისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა ისრაელის სამხედრო მაღალჩინოსნები ინფორმაციას არ ადასტურებენ.
კომენტარები