BBC – ის ინფორმაციით, 14 კანადელი სპორტსმენი, სასკაჩევანის პროვინციაში სატვირთოსა და ავტობუსის შეჯახების შედეგად დაიღუპა .
ინციდენტი ერთ-ერთ გზატკეცილზე მაშინ მოხდა, როდესაც 16-21 წლამდელთა კანადის ჰოკეის გუნდი ერთ-ერთ მატჩზე მიემგზავრებოდა.
ავტობუსში 28 ადამიანი იმყოფებოდა. მედიკოსების განმარტებით, მათი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრიუდომ და განმარტა, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია თუ რა ხდება მათი მშობლების თავს.
კომენტარები