BBC -ს ინფორმაციით, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პოლიციას ჩაბარდა. ის სან პაულოს პოლიციაში მიიყვანეს. კადრები კი ადგოლობრივმა ტელეკომპანიამ გაავრცელა.
პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ ექსპრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. ის კორუფციასა და ქრთამის აღებაშია ბრალდებული და 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის სასჯელს ქალაქ კურუტიბაში მოიხდის. სააპელაციო სასამართლომ მისი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ლულა აცხადებს, რომ ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული, რადგან ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრაზილიის პრეზიდენტის თანამდებობა 2003-2011 წლებში ეკავა. იგი მისმა ერთ-ერთმა ფავორიტმა პოლიტიკოსმა დილმა რუსეფმა შეცვალა, რომელიც კორუფციული სკანდალის გამო 2016 წელს იმპიჩმენტის შედეგად თანამდებობიდან გადააყენეს.