რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საკადრო გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია, მათ შორის არც იმასთან დაკავშირებით, შეინარჩუნებს თუ არა სერგეი ლავროვი მომავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„არა, პრეზიდენტს ჯერ საკადრო გადაწყვეტილება არ მიუღია მინისტრთა კაბინეტის მომავალ შემადგენლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პესკოვმა.
კომენტარები