დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და დონალდ ტრამპი სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
Guardian-ის ცნობით, დონალდ ტრამპსა და ტერეზა მეის ასადის რეჟიმისთვის ისეთი პასუხის გაცემა სურთ, რომ მან მომავალში ვეღარ შეძლოს აკრძალული იარაღის გამოყენება. მოსალოდნელი იყო, რომ იმავე თემაზე სატელეფონო საუბარი ტრამპსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორისაც შედგებოდა, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.
კომენტარები