რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სირიაზე განხორციელებულ დარტყმას აგრესიის აქტი უწოდა. რუსეთის პრეზიდენტი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.
“კვლავ, როგორც ერთი წლის წინ, როდესაც აშში თავს დაესხა შაირატის ავიაბაზას, საბაბად გამოყენებულია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერებების გამოყენების ინსცენირება – ამჯერად დამასკოს შემოგარენში, დუმაში. რუსმა სამხედრო ექსპერტებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ ყალბი ინციდენტი ადგილას, ვერ აღმოაჩინეს ქლორის ან სხვა მომწამვლელი ნივთიერების გამოყენების კვალი. არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ დაუდასტურებია ქიმიური თავდასხმის ფაქტი”, – ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარები