მეგან მარკლის და, სამანტა გრანტი სოციალურ ქსელში მორიგ პროვოკაციულ პოსტს აქვეყნებს. სამანტა გრანტი პრიცი ჰარის საცოლეს ოჯახისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მარკლიმ ოჯახის წევრები ქორწილში არ დაპატიჟა.
სამანტა გრანტისთვის ორმაგად მიუღებელი ფაქტი, რომ სამეფო ქორწილს 2 ათასამდე უცნობი ადამიანი დაესწრება, იმ ფონზე, როცა ცერემონიაზე არ იქნებიან მეგან მარკლის უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები. “ტვიტერზე” გამოქვეყნებული პოსტით ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლიმ ქორწილში არც ძმა ტომასი და არც უახლოესი მეგობარი დაპატიჟა, რომელთანაც 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა.
კომენტარები