“ბიბისის” ინფორმაციით, 92 წლის ასაკში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში გარდაიცვალა.
მედიასაშუალების ცნობით, ბარბარა ბუშს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა მან ბოლო პერიოდში, მკურნალობაზე უარი განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბარბარა ბუში ამერიკის შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტ ჯორჯ H.W. ბუშზე იყო დაქორწინებული.
კომენტარები