იტალიელმა სამართალდამცველებმა, სიცილიაში მოქმედი მაფიის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია ჩაატარეს. შედეგად, დაკავებულია 22 ადამიანი „კოზა ნოსტრას“ ლიდერის, მატეო დენაროს ანტურაჟიდან.
ოპერაცია ქალაქ პალერმოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. პალერმოს პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებამ „კოზა ნოსტრას“ ცალკეულ ლიდერებს შორის კავშირის არხები გამოავლინა და მოიპოვა ე.წ. დაშიფრული გზავნილები, რომლებსაც დენარო მაფიის სხვა ლიდერებს უგზავნიდა.
აღსანიშნავია, რომ 56 წლის მატეო მესინა დენარო, მეტსახელად „მჭლე“, ძებნაში მყოფი მსოფლიოს ათი ყველაზე საშიში დამნაშავის სიაში შედის. მრავალი წლის მანძილზე ის სიციალიაში მოქმედ რამდენიმე გავლენიან დანაშაულებრივ დაჯგუფებას მეთაურობს. 2006 წლის აპრილში „კოზა ნოსტრას“ „ნათლიმამის“ ბერნარდო პროვენცანოს დაკავების შემდეგ დაჯგუფების ახალი ლიდერი გახდა.
იტალიაში “კოზა ნოსტრას“ 22 წევრი დააკავეს
2018/04/19 22:41:39
ნანახია: 1115 ჯერ