ავღანეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ თავდასხმის შედეგად სულ მცირე ათი სამხედრო დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, „ბოევიკებმა“ თავდასხმა ბადგისის პროვინციაში განახორციელეს. პირველი თავდასხმა, რომლის შედეგად შვიდი სამხედრო დაიღუპა, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრთან მოხდა, ხოლო მეორე თავდასხმა კი გამშვებ პუნტთან მოხდა, რის შედეგადაც სამი სამხედრო დაიღუპა.
კომენტარები