საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს არ მიაჩნია, რომ მან დონალდ ტრამპთან ირანის საკითხთან დაკავშირებით გამარჯვებას მიაღწია. მაკრონი ვარაუდობს, რომ აშშ ირანთან მიღწეული შეთანხმებიდან გავა.
„მე არ ვიცი, თქვენი პრეზიდენტი რას გადაწყვეტს, მაგრამ, ჩემი აზრით, ის ამ შეთანნხმებიდან გავა დამოუკიდებლად, შიდა პოლიტიკის მიზეზებით“, – განაცხადა მაკრონმა ამერიკული გამომცემლებთან შეხვედრისას.
აშშ-ში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე კი განაცხადა რომ ახალ, უფრო ფართო შეთანხმებაზე ამერიკის დათანხმება, მისთვის ყველაზე სასურველი სცენარი იქნებოდა:
“მე ვისურვებდი, რომ აშშ-მა შეთანხმება დაამტკიცოს, ეს ჩემთვის ყველაზე სასურველი სცენარია.“- განაცხადა მაკრონმა, მისი თქმით, აშშ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად პარიზი ახალ, უფრო ფართო შეთანხმებაზე მუშაობას აუცილებლად მიიჩნევს.
აშშ-ის პრეზიდენტი გარიგებიდან გასვლით და ირანისთვის სანქციების განახლებით არაერთხელ დაიმუქრა.