ისრაელში წყალდიდობის შედეგად რვა ბავშვი დაშავდა, ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, კიდევ ცხრა ბავშვი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
„თხუთმეტი პირი მაშველებმა გადაარჩინეს. ზოგიერთმა თავისი ძალებით შეძლეს ძლიერი ნაკადიდან გამოსვლა“, – ნათქვამია სამაშველო სამსახურის განცხადებაში.
ისრაელში, ქალაქ ეილატში ძლიერი წვიმა გუშინ დღის მეორე ნახევარში დაიწყო, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.
კომენტარები