207-ე სკოლაში მეთერთმეტე კლასელებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სკოლის თანამშრომლების თქმით, მოზარდებმა კამათი გაკვეთილის მიმდინარეობისას დაიწყეს, რაც მოგვიანებით, სკოლის დერეფანში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. თვითმხილველთა განცხადებით, მოზარდები მანდატურის გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოიძახეს.
მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
იმედინიუსი
კომენტარები