დანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 56 წლის გელა პაპაშვილი, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევას ემსხვერპლა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა.
გარდაცვლილი მამაკაცი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 5 თვის წინ საფრანგეთში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული ნახეს. პაპაშვილების ოჯახი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირიდან არის.
კომენტარები