პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც გიგი უგულავას საარჩევნო კამპანიას ეხმაურება.
ცნობილია, რომ გუშინ გიგი უგულავამ, ხმის მიცემის შემდეგ სააჩევნო უბანი ტრაქტორით დატოვა.
„რატომ აქვთ პოლიტიკოსებს მიზიდულობა მაინცდამაინც ტრაქტორთან და სასოფლო- სამეურნეო ტექნიკასთან, ჩემთვის აუხსნელია. ზოგი ტრაქტორზე ისეთ ექსტაზში ვარდება, აშკარად ფროიდის დახმარებაა საჭირო…“ – წერს ირმა ინაშვილი.
კომენტარები