სახელმწიფო პოლიციელების საცხოვრებელ და სახელფასო პირობებს ეტაპობრივად გააუმჯობესებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, პოლიციელების საცხოვრებელი და სახელფასო პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება.
“პოლიციელების პირობები როგორც სახელფასო, ასევე საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება. მქონდა გიორგი გახარიასთან საუბარი და ის მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს. მქონდა ასევე საუბარი ფინანსთა მინისტრთან და მომავალში, რა თქმა უნდა, თანდათანობით, სახელმწიფო გაცილებით მეტს გააკეთებს იმისთვის რომ პოლიციელი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს და უშუალოდ უწევს დანაშაულთან ბრძოლა, იყოს გაცილებით უფრო მშვიდად იმაზე, რომ მისი საცხოვრებელი პირობები იქნება უზრუნველყოფილი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“სახელმწიფო პოლიციელების საცხოვრებელ და სახელფასო პირობებს ეტაპობრივად გააუმჯობესებს”
2018/05/01 14:49:16

ნანახია: 873 ჯერ