თბილისში, ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით 10 პაციენტი შეიყვანეს ინტოქსიკაციის ნიშნებით. სამი პაციენტი კლინიკაში კვლავ გადის მკურნალობის კურსს. ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.
„პაციენტების 100% სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს შემოჰყავთ კლინიკაში. ძირითადად, პაციენტები უგონო მდგომარეობაში არიან ხოლმე. ზუსტად ვერ გეტყვით, რა ნივთიერების გავლენის ქვეშ არიან ისინი, მაგრამ ეს ნივთიერება ცნობიერების დონეს მკვეთრად აქვეითებს. პაციენტებს აღენიშნებათ გულისრევა და სუნთქვის გართულება. საკვები მასა გადადის სასუნთქ გზებში, რის გამოც ადამიანებს ეზღუდებათ სუნთვის უნარი” –თქვა კლინიკის რეანიმაციული განყოფილების გამგემ, ლევან რატიანმა.
იმედინიუსი
კომენტარები