თბილისის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვა ერთი თვით გადავადდა. როგორც imedinews-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, სასამართლოს გაფიცვის გადავადების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.
კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ სასამართლოში შესულია სარჩელი მეტროპოლიტენის მემანქანეების გაფიცვის კანონიერებასთან დაკავშირებითაც.
მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდნენ. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.
კომენტარები