შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში მომხდარი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს. ინფორმაცია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
უწყების ინფორმაციით, აღკვეთილია ქურდობის 2 ფაქტი.
კომენტარები