გამოცემა “მედუზას” ცნობით, საპროტესტო აქციაზე “ის ჩემი მეფე არ არის” მთელი რუსეთის მასშტაბით 1230 ადამიანი დააკვეს, ამათგან 600-მდე ადამიანი მოსკოვში და 112 სანქტ-პეტერბრუგში.
დღეს რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული აქცია ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის წინააღმდეგ იმართება. აქცია ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. პოლიციამ ალექსეი ნავალნიც დააკავა.
2000 წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს, ანუ იმ დღეს იმართება, როდესაც პრეზიდენტის უფლებამოსილება იწურება. გამონაკლისი ამ შემთხვევაში მხოლოდ 2012 წელი იყო, როდესაც პუტინის ინაუგურაცია 6 მაისს გაიმართა. ამ დროს საპროტესტო აქციები არ წყდებოდა. დემონსტანტები არჩევნებში დარღვევებს აპროტესტებდნენ.
ვლადიმერ პუტინი რუსეთის პირველი პირი 2000-2008 წლებში იყო. 2012 წელს გაპრეზიდენტებმამდე მას 4 წლის განმავლობაში პრემიერმინისტრის პოსტი ეკავა. 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართა. ვლადიმერ პუტინმა ხმების 76,6% მიიღო.