ავღანეთში, ხოსტის პროვინციაში მდებარე მეჩეთთან აფეთქებას სულ ცოტა 12 ადამიანი ემსხვერპლა, 33 კი დაიჭრა. მეჩეთი, ასევე, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრის ფუნქიასაც ითავსებდა. ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ტეროტირსტულ დაჯგუფებას არ აუღია. ამის მიუხედავად ცნობილია, რომ თალიბანიც და ისლამური სახელმწიფოც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინააღმდეგნი არიან და წარსულში არაერთხელ დასხმიან თავს საარჩევნო უბნებსა თუ რეგისტრაციის ცენტრებს.
Associated Press-ის ცნობით, ბოლო თვის განმავლობაში ხმის მისაცემ უბნებზე ტერაქტებს ქაბულში 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაიჭრა.
კომენტარები