BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანი აფრთხილებს, რომ ვაშინგტონმა დიდი შეცდომა დაუშვა.
როგორც ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, ის ამერიკას ბირთვული შეთანხმების გაფორმების დღიდან არ ენდობოდა.
ირანი მოილაპარაკებს ან „რაღაც მოხდება“, – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან საუბრისას გააკეთა.
პარალელურად, თეთრი სახლის ლიდერმა ირანის, რუსეთის, ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის თავდაცვით სრუქტურებს სანქციები დაუწესა. დოკუმენტი აშშ-ის ფედერალური რეგისტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებასტოვებდა, რითაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის რისკი გაზარდა და ევროპელი მეგობრები გაანაწყენა.
2015 წელს აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა ირანთან მიღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ირანის მიერ ნავთობით ვაჭრობის აკრძალვის გაუქმებას.
იმედინიუსი