ამერიკის შეერთებული შტატების ირანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს.
ვაშინგტონის მიერ ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვებიდან 2 დღის შემდეგ, ამერიკის ფინანსთა სამინისტომ შეზღუდვები ირანის რევოლუციური გვარდიის 6 წევრს და ელიტურ სამხედრო დაჯგუფებასთან დაკავშირებულ 3 კომპანიას დაუწესა.
შესაბამისი დოკუმენტი უწყების ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სანქციების სამიზნე ის ჯგუფებია, რომლებიც ირანის რევოლუციური გვარდიის საზიანო მოქმედებების დაფინანსებაში არიან ეჭვმიტანილი.
კომენტარები