თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი უარს იტყვის თავის მტრულ პოზიციაზე თურქეთისადმი, მაშინ შესაბამის პასუხს მიიღებს.
თურქეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ სომხეთი მზად არის თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს წინასწარი პირობების გარეშე.
„თუ სომხეთი უარს იტყვის თავის მტრულ პოზიციაზე თურქეთთან მიმართებაში, არასწორ პოზიციაზე თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობასთან და მის საზღვრებთან მიმართებაში, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და შესაბამის პასუხს მივცემთ. ჩვენ არავისთან გვინდა ჩხუბში ყოფნა, განსაკუთრებით მეზობლებთან“, – დასძინა ბინალი ილდირიმმა.
კომენტარები