კუბაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრებს შორის ხუთი უცხოელი იყო, მათ შორის, ორი არგენტინელი. უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო ეკიპაჟის ექვსი წევრიც. ისინი მექსიკელები იყვნენ.
კუბაზე Boeing 737-ის ჩამოვარდნას სულ 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. არიან გადარჩენილებიც. სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. Boeing 737-ი აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის გამო კუბის ხელისუფლებამ ორდღიანი გლოვა გამოაცხადა.
კომენტარები