აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი საავადმყოფოდან გაწერეს. მას თირკმლებზე ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაწერა.
„შესანიშნავია, რომ ჩვენი პირველი ლედი თეთრ სახლში დაბრუნდა. მელანია თავს კარგად გრძნობს. მადლობა თქვენი ლოცვებისა და საუკეთესო სურვილებისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მელანია ტრამპს თირკმლის ემბოლიზაციის პროცედურა ჩაუტარდა. იგი 5 ღამის განმავლობაში იმყოფებოდა ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედო სამედიცინო ცენტრში.
როგორც მელანია ტრამპის ექიმმა განაცხადა, ემბოლიზაციის პროცედურის ჩატარების მიზეზი კეთილთვისებიანი სიმსივნე – ანგიომიოლიპომა გახდა.
კომენტარები