სარფში ჩასულ აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს, ლევან ვარშალომიძეს, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე მამაკაცმა ფეხსაცმელი ესროლა.
მამაკაცი, რომელმაც ვარშალომიძეს ფეხსაცმელები ესროლა, სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს.
ლევან ვარშალომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბილიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.
საქართველოში მისი დაბრუნების მიზანი, წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაა.
კომენტარები