ნიო-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობისგან მოითხოვა, რომ არ დააკავონ ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას ეწევიან. ამის შესახებ CNN-ი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მოქმედი წესების თანახმად, ნიუ-იორკში საზოგადოებრივ ადგილებში მარიხუანის მოწევა შესაძლოა დაკავებით, თითის ანაბეჭდების აღებითა და სასამართო პროცესით დასრულდეს. მერი კი ცდილობს, რომ კანონდამრღვევი არ დააკავონ და უბრალოდ სასამართლოს უწყება გადასცენ.
მედიის ცნობით, დე ბლაზიოს მოთხოვნით ნიუ-იორკის პოლიციამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც კანაფთან დაკავშირებული კანონების შესახებ სიტუაციას სწავლობს. ჯგუფმა თავისი რეკომენდაციები 1 თვის განმავლობაში უნდა წარადგინოს.
გასულ წელს პოლიციამ მანჰეტენზე მარიხუანის მოხმარებისა და შენახვისთვის დაახლოებით 5500 დაკავება განახორციელა.
აშშ-ის ფედერალური კანონის თანხამად, მარიხუანა ნარკოტიკად ითვლება, მისი მოყვანა კი უკანონოა. თუმცა რამდენიმე შტატმა, მათ შორის ნიუ-იორკმა მცირე რაოდენობით მარიხუანის შენახვისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა გააუქმა.