DW- ს ინფორმაციით, მაკედონიის ყოფილი პრემიერმინისტრი ძალაუფლების გადამეტების გამო დააკავეს.
ნიკოლა გრუევსკის ძვირადღირებული ავტომობილის შეძენის მიზნით ტენდერის გაყალბებას ედავებიან. საუბარია ტყვიაგაუმტარ Mercedes Benz-ზე, რომელიც მან 2012 წელს დაახლოებით 600,000 ევროდ შეიძინა.
გამოძიების მტკიცებით, გრუევსკიმ სატენდერო კომისიაზე ზეწოლა მოახდინა.
მაკედონიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა თანამდებობა 2016 წელს, საპროსტესო აქციების ფონზე, ფარული ჩანაწერების გამო დატოვა. ოპონენტები გრუევსკის 2,1 მილიონიან ქვეყანაში 20,000-მდე მოქალაქის ფარულ მიყურადებას ედავებიან.
კომენტარები