ლუბლიანას სასახლე საქართველოს დროშის ფერებში განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში სლოვენიაში საქართველოს ელჩი ზურაბ ბექაია ავრცელებს.
სლოვენიის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის საქართველოს დროშის ფერებში განათებაზე გადაწყვეტილება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს.
დღეს ღამით ასევე საქართველოს დროშის ფერებში განათდება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის ღირსშესანიშნაობებიც – სამი ხიდი და სამი ჯვრის მონუმენტი.
კომენტარები