ისრაელის არმიამ “ჰამასის” პოზიციებზე სატანკო იერიში მიიტანა. შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ისრაელის არმია ადასტურებს, რომ შეტევა სათვალთვალო პოსტზე, ღამით საზღვართან ბომბის დამონტაჟების საპასუხოდ განახორციელა. ბოლო ორი თვის განმავლობაში დაძაბულობას ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე 110-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
კომენტარები