მიხეილ სააკაშვილი ,,რუსთავი 2″-ის ეთერში ნიკა გვარამიას კითხვაზე რა ისწავლა გირგვლიანის ტრაგედიიდან შემდეგნაირად პასუხობს:
“მთავარი, რაც ვისწავლე არის ის, რომ არასოდეს არანაირი პოლიტიკური ლოგიკა არ უნდა დადგეს ადამიანურ ტრაგედიაზე მაღლა. ვისწავლე ის, რომ თავისუფალი სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ მე თვითონ ძალიან დავიჩაგრე თავისუფალი სასამართლოს არქონის გამო და მე პირადად ვიწვნიე ჩემს თავზე რას ნიშნავს, როცა არ გაქვს ინსტანცია, სადაც შეიძლება მიმართო და იპოვო სიმართლე იმ პირობებში, როცა იცი, რომ ცამდე მართალი ხარ. მე ვნახე რას ნიშნავს შეტენილი საქმეები, ჩემს თავზე გამოვცადე“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მთავარი მიზეზი იყო, ეპოვნათ მისი ანგარიშები.
“გვითხარი სად აქვს მიშას ანგარიშებიო. სააკაშვილის ანგარიშები, რომ მცოდნოდა მე თვითონ წავიღებდიო, უთქვამს ვანოს. სწორი თქვა. რა ანგარიშები?!“- აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.