პარლამენტის წინ გამართულ აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლულის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად გუშინ გაიმართა, კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ეხმაურება.
”ნაცებო! – ზაზა შეგეცოდათ? ბუტას მამა და დედა არა? ირინა ენუქიძე არა? ვაზაგაშვილის მამა და დედა არა? გიორგი გამცემლიძის დედა და მამა არა? ვალერი ფხაკაძის დედა და მამა არა? სამგორის მეტროსთან საცერივით დაცხრილული ბიჭების მამები და დედები არა? ცხენის წყალში ჩაცხრილულების მშობლები არა? ოხ, კიდევ ბეევრნი არიან ბევრი. (მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩა). ზაზა სარალიძე მეც უზომოდ მეცოდება, მაგრამ თქვენ კი არავინ გეცოდებათ! გინდათ არეულობა მეტი არაფერი! ვიზიარებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი საქმეები უსწრაფესად იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები სასტიკად დასჯილნი! პოლიტიკურ განცხადებებად გადააქციეს ნაც. ფაშისტებმა ასეთ სათუთ თემაზე დაგეგმილი აქცია! სადაც ეს ნაც ჯალათები გამოვლენ, იქ აღარაფერი ესაქმება პატიოსან ადამიანებს! ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ ყველა შვილმკვდარ მშობელს – ეს უნდა დამთავრდეს. ნაც. მკვლელო ჯალათებო, ეს ჩვენ გვახსოვს! რასაც თქვენ სჩადიოდით და ანადგურებდით პატიოსან ოჯახებს და გვიხოცავდით საამაყო ქართველ ახალგაზრდებს!”, – წერს დათო ოქიტაშვილი.