ბელარუსის პრეზიდენტის თანაშემწე სერგეი როვნეიკო ფულის გამოძალვისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის უშიშროების სამსახური იტყობინება. უწყების ინფორმაციით, გროდნოელი მაღალჩინოსანი დაკვირვების ქვეშ ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ბოლოს კი ის 200 ათასი დოლარის ოდენობის ქრთამის აღებისთვის დააპატიმრეს.
დაკავებულს 15-წლიანი პატიმრობა ელის.
კომენტარები