თურქეთში, დალამანის აეროპორტში ინგლისელი ტურისტი თვითმგფრინავის პერსონალთან კამათის შემდეგ თვითმფრინავიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ Metro წერს.
30 წლის კაცმა უკანა გზის ბილეთი დაკარგა და აეროპორტში გაფრენას 3 დღე ელოდა. როდესაც ის საბოლოოდ თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდა, მასსა და ბორტგამცილებლებს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ის სალონიდან გააძევეს.
თუმცა ტურისტი თვითმფრინავის კარებიდან გადავარდა და სიმაღლიდან ასფალტზე დაეცა, რის გამოც ხერხემალი დაიზიანა.
ბრიტანელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
24 მარტს მსგავსი შემთხვევა ჩინეთშიც მოხდა. ჩინური ავიაკომპანია China Eastern-ის ბორტგამცილებელი თვითმფრინავიდან მაშინ გადავარდა, როდესაც კარის დახურვას ცდილობდა.
იმედინიუსი
კომენტარები