ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცა და ჰაერი უფრო მეტად დაცული იქნება, – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვარშავის სამიტზე საქართველოს დელეგაცია ნატო-ს წევრობას არ ელოდება.
“მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ დავბრუნდეთ ვარშავიდან უფრო მეტად დაცული. ნატო-ს წევრობა გვინდა სწორედ იმიტომ, რომ ვიყოთ უფრო მეტად დაცული ქვეყანა. ვარშავის სამიტზე ჩვენ წევრობას არ ველოდებით, თუმცა პარტნიორებისგან ვითხოვთ, რომ ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც ამ წუთისთვის საქართველოს გააჩნია, იყოს გაცილებით უფრო მაღალ რეგისტრში წარმოდგენილი. დამატებითი პაკეტი იყოს, დამატებითი ღონისძიებები განხორციელდეს, დაცულობის ხარისხი გაუმჯობესდეს. ჩვენ ველოდებით შავ ზღვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლის სრულფასოვანი მონაწილეც იქნება საქართველო. ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს ცა და ჰაერი უფრო მეტად დაცული იქნება”,- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.