“ჩვენ გვჭირდება ადამიანები პოზიტიური დღის წესრიგით და რუსულ პოლიტიკურ სცენაზე არ არიან საჭირო ისეთი ადამიანები, რომლებიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჰგვანან”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიულ ტელეკომპანია ORF-თან ინტერვიუს დროს თქვა.
ეს შედარება მან ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის შესახებ საუბრისას გააკეთა. “არ გვსურს რომ კიდევ ერთი, მეორე, მესამე, თუ მეხუთე გამოცემის სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, შემოგვტენონ. არ გვსურს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სცენაზე სააკაშვილი გამოჩნდეს. რაში გვჭირდება ისეთ მასხარები, როგორიც სააკაშვილია?”, – აცხადებს პუტინი და ნავალნის გვარი კიდევ ერთხელ არ დაასახელა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინი ალექსეი ნავალნის სააკაშვილს ადარებს, და ოპოზიციონერის გვარს ხმამაღლა არ ამბობს.
“ვინც ახლა დაასახელეთ, – ეს სააკაშვილია, ოღონდ რუსული ვერსია. თქვენ გსურთ, რომ ასეთმა სააკაშვილებმა გამოიწვიონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში?”, – თქვა ვლადიმერ პუტინმა გასული წლის დეკემბერში.