სირიაში სამი ესპანელი ჟურნალისტი გაათავისუფლეს, რომლებიც გასული წლის ზაფხულში გაიტაცეს. ისინი არიან რეპორტიორი ანტონიო პამპლიეგა, ფოტოკორესპონდენტი ხოსე მანუელ ლოპესი და ოპერატორი ანჰელ სასტრე. უახლოეს საათებში ისინი მადრიდში დაბრუნდებიან. ესპანელი ჟურნალისტები გასული წლის ივლისში, სირიის ქალაქ ალეპოში გაიტაცეს. ისინი ქალაქის იმ ნაწილში იმყოფებოდნენ, რომელსაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ჯაბჰათ ალ-ნუსრა“ აკონტროლებდა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ცნობით, სირია ჟურნალისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყანას წარმოადგენს.
კომენტარები