75-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა გვატემალაში, სადაც ვულკან “ფუეგოს” ამოფრქვევის შემდეგ სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 200-ზე მეტი ადამიანი. სპეციალისტები ვულკანის აქტიურობის გაძლიერებას პროგნოზირებენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია გამოაცხადა. ვულკანის მიმდებარე ტერიტორიას უკვე ტოვებენ მაშველებიც.
კომენტარები