ევროკავშირის მასშტაბით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირდა. გერმანული გაზეთი „Berliner Morgenpost“ იუწყება, რომ ბალკანეთის მარშრუტზე ლტოლვილთა ნაკადის მცირე ზრდის მიუხედავად, ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შესამჩნევად მცირდება. წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვრიდან აპრილის ბოლომდე, ევროკავშირში თავშესაფრის მიღება, პირველადი განაცხადით, დაახლოებით 176 000 ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით ნაკლებია.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2017 წელს თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა სულ 50%-ით შემცირდა და ასევე შემცირებულია ევროკავშირში საქართველოს მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თუმცა, ევროკომისიის შეაფასებით, საჭიროა ხელშესახები პროგრესის მიღწევა. ლტოლვილები ევროკავშირის ქვეყნებში, ძირითადად, სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან ჩადიან.
https://www.morgenpost.de/politik/article214483361/20-Prozent-weniger-Asylbewerber-in-der-EU.html